როგორ ხდება დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და რა სახის დოკუმენტების წარმოდგენაა ამისათვის საჭირო?

მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას და შესაბამისი აქტის გამოცემას.

შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების განცხადებას თან უნდა დაერთოს:

  • სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა) ეტაპების დასრულების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საეტაპო ოქმები;
  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში - შეფასება განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის თაობაზე. ამასთან, თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მფლობელი არ დანიშნავს ტექნიკურ ზედამხედველს, იგი თავად წარადგენს შეფასებას განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის თაობაზე, ხოლო III და IV კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში, შეფასება შედგენილ უნდა იქნეს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს/სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ; 
  • შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ანაზომი, 3 ეგზემპლარად, ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნახაზების წარდგენა სავალდებულო არ არის;
  • შენობა-ნაგებობის ამსახველი ფოტოები;
  • საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შენობა-ნაგებობის დატანით;
  • შენობა-ნაგებობაში მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და მშენებლობის ნებართვის მფლობელის მიერ; 
  • მშენებლობადამთავრებულ ობიექტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების დასკვნა; 
  • თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების მიზნით განაცხადს უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს შესაბამისი კლასისათვის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევით, განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს შესაბამისი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი; 
  • თუ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის წარდგენილი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა ოქმები, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ და შესაბამისი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი.

 

რა ვადაში მიიღება გადაწყვეტილება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე?

გადაწყვეტილება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების/ ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება:

  • II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – მინიმუმ 25 სამუშაო დღის ვადაში;
  • III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ​2-მდე) – მინიმუმ 25 სამუშაო დღის ვადაში;
  • III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ​2-ზე მეტი) – მინიმუმ 30 სამუშაო დღის ვადაში;
  • IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – მინიმუმ 45 სამუშაო დღის ვადაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ.
 

როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ დაჩქარებული მომსახურების სერვისით?

მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:

II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის

  • საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 500 მ2-ს:
  • განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში – 10 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში – 5 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში – 2 000 ლარი.

III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო

  • ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისთვის:
  • განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში – 20 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში – 15 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში – 10 000 ლარი.

III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა:

  • განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში – 30 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში – 20 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში – 10 000 ლარი.

IV კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობებისთვის:

  • განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში – 40 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში – 30 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში – 20 000 ლარი;

მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:

  • განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში – 10 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში – 5000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში - 3 000 ლარი.

სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:

II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 500 მ?-ს:

  • განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში – 10 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში – 5 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში – 2 000 ლარი.

III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1 500 მ²–მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისთვის:

  • განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში – 20 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში – 15 000 ლარი.
  • განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში – 10 000 ლარი.

III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო

სამშენებლო ფართი არ აღემატება 6 000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით

გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის:

  • განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში – 30 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში – 20 000 ლარი.
  • განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში – 10 000 ლარი.

IV კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობებისთვის:

  • განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში – 40 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში – 30 000 ლარი;
  • განცხადების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში – 20 000 ლარი.