გაცნობებთ, რომ 2020 წლის 23 დეკემბერს გამოიცა "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების (ჯიხური განთავსების მიზნით) მოსარგებლეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება. შესაბამისი განკარგულებების გასაცნობად იხილეთ ბმული:

 

გაცნობებთ, რომ აღნიშნული განკარგულების თანახმად, შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის 2021 წლის 1 ივლისამდე გაგრძელების მიზნით, საჭიროა უფლებამოსილმა დაინტერესებულმა პირმა სრულად შეავსოს განაცხადის შაბლონი და ოფიციალურად წარმოადგინოს იგი განკარგულებაში მითითებულ ვადებში.

განცხადების შაბლონი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან:

-        განცხადების შაბლონი - ჯიხურები

ხელმოწერილი განცხადება შესაძლებელია წარმოადგინოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ქ. თბილისი, შარტავას 7), პირველ სართულზე, მე-3 სივრცეში ან ელექტრონულად:

  1. ვებ გვედზე: https://my.municipal.gov.ge/

-        აირჩიეთ: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია è სსიპ - ქონების მართვის სააგენტო è ჯიხურები  

-        მოთხოვნის შინაარსის ველში გადმოიტანეთ შევსებული განცხადების შაბლონი და ატვირთეთ შესაბამისი ფოტომასალა

-        დააჭირეთ განცხადების გენერაციის ღილაკს და თქვენი განაცხადი გადმოიგზავნება შესაბამის სამსახურში

 

  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე: http://auction.tbilisi.gov.ge/

-        აირჩიეთ: სერვისები è განცხადებები è ჯიხურები

-        შეავსეთ შესაბამისი ველები და ატვირთეთ ხელმოწერილი შევსებული განცხადების შაბლონი და შესაბამისი ფოტომასალა

-        დააჭირეთ გადაგზავნის ღილაკს და თქვენი განაცხადი გადმოიგზავნება შესაბამის სამსახურში.

ამასთან, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირი წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობოთ შექმნილ საწარმოსთან (მათ შორის, შპს “თბილსერვისი” და შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია”) გაფორმებული ხელშეკრულების მხარეს (ჯიხურის მოიჯარეს), გთხოვთ, მიმართოთ შესაბამის კომპანიას/საწარმოს. 

ამასთან, გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული ჯიხურის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოიცა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის N756 დადგენილება, რომელიც შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმუმლზე: