თბილისის ბავშვთა და მოზარდთა მზრუნველობის სააგენტო არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

სააგენტოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას ახორციელებს სააგენტოს დირექტორი - თენგიზ ფოფხაძე.

სააგენტოს მიზანია თბილისის მუნიციპალიტეტში ბავშვთა და მოზარდთა კეთილდღეობის ხელშეწყობა, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ასევე ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერისკენ მიმართული სოციალური მომსახურებების მიწოდება და შესაბამისი პროგრამების განხორციელება.

სააგენტოს საქმიანობას უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც აერთიანებს უფროს სოციალურ მუშაკებს, სოციალურ მუშაკებს, ბავშვის ფსიქოლოგებსა და იურისტებს. გუნდი კოორდინირებულად მუშაობს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვისა და ოჯახების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

  1. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

 

  1. სააგენტოს ძირითადი ფუნქციები

 

  1. საკონტაქტო

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი, შარტავას 7

ტელეფონი: 272 22 22

ელ-ფოსტა: info@tbchildcare.ge