უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შესახებ

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური წარმოადგენს  ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს.

სამსახური  უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების შეუფერხებელ მუშაობას, მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან იცავს   თბილისის მერიის ობიექტებს, თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ბაღებს, პარკებსა და სკვერებს,  თბილისის მერიისა და  რაიონული გამგეობების ადმინისტრაციულ შენობებს,  მათში  არსებულ ქონებას (შემდგომში-ობიქტები), აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.

დღეისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური ახორციელებს 67 ობიექტის დაცვას, მათ შორის: თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის, რაიონული გამგეობის, საუბნო განყოფილებები, თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული სხვა ობიექტების, თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, სკვერებისა და პარკების, ასევე მათში არსებული ქონების დაცვას.

2014  წლის აგვისტოდან უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დასაცავ ობიექტთა ნუსხას დაემატა მერიის საკუთრებაში არსებული 5 საწყობი,  რომელთა საერთო ფართი შეადგენს 45866 კვ.მ-ს. აღნიშნული საწყობები 24 საათიან რეჟიმში ემსახურება მერიის ადმინისტრაციას, 13 საქალაქო სამსახურს, 10 რაიონულ გამგეობას, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებს, ა(ა)იპ-ებს, შპს-ებს.