სამსახურის შესახებ

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების მართვას და მათ განხორციელებაზე კონტროლს.

სამსახური ადმინისტრირებას უწევს 31 პროგრამას, რომლებიც მოიცავენ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროებს. პროგრამების ძირითადი ნაწილი ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ახალშობილების, შშმ პირების, უსახლკაროთა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა, ასევე დამსახურებულ საზოგადო მოღვაწეთა სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფას, როგორც სერვისების მიწოდების, ასევე ფულადი დახმარების გაცემის გზით.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი შეადგენს 76,2 მილიონ ლარს. პროგრამებით გათვალისწინებული ბენეფიტებით ყოველთვიურად საშუალოდ 100 000 პირის ოჯახი სარგებლობს, რაც თბილისის მოსახლეობის 9% შეადგენს.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ქ. თბილისში სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დაწესებულებებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს.