ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახური შესახებ

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური შეიქმნა 2009 წლის 27 ივლისს, როგორც მერიის სტრუქტურული ერთეული;

უზრუნველყოფს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიის გამწვანება-განაშენიანებას, მის დაქვემდებარებაში  არსებული გამწვანების ობიექტების  მოწყობას, მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციას;

შეიმუშავებს დედაქალაქის გამწვანების პრიორიტეტებს, ამზადებს პროგრამებს და გეგმებს თბილისის მერის მიერ საკრებულოში წარსადგენად;

მონაწილეობს დედაქალაქში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო და გაცვლით პროგრამებში;

კანონმდებლობით დადგენილი წესით, გეგმავს და ახორციელებს სპეციალურ, მოვლითი, სანიტარიულ-სარეკონსტრუქციო ხასიათის ჭრებს;

 გასცემს ნებართვას ქ. თბილისის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავების (გარდა ხილ-კენკროვანი მცენარეების) ჭრაზე;

სერვისები, რომელსაც სამსახური მოქალაქეებსა და ბიზნესს სთავაზობს:

გამწვანებასთან და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეებთან მათთვის აქტუალურ საკითხებზე საკონსულტაციო შეხვედრები; სამსახურის წარმომადგენლები თავიანთი უფლებამოსილების თემების მიხედვით ხვდებიან და კონსულტაციას უწევენ დაინტერესებულ პირებს.

სამსახურის უფროსი კვირის განსაზღვრულ დღეს ხვდება მიღებაზე წინასწარ ჩაწერილ მოქალაქეებს.

სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ მეშვეობით, სადაც გახსნილია სამსახურის გვერდი, მოქალაქეებთან  ინტერაქტიური კომუნიკაციის დამყარება;

სამსახური გასცემს ნებართვას როგორც კერძო პირის, ასევე კერძო კომპანიის საკუთრებაში არსებული ნარგავების მოჭრაზე, სხვლა-ფორმირებასა და გადარგვაზე.  მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულების კომპლექსის მშენებლობის დროს   ნარგავების მოჭრის საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელობა მშენებლებთან, დეველოპერებთან ერთად შეიმუშავებს გამწვანების საკომპენსაციო სამუშაოების გეგმას. ( მოჭრილი ნერგების სანაცვლოდ სად და რამდენი ხე-მცენარე დაირგოს)

სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსული ზარებისა და წერილობითი განცხადებების საფუძველზე შესაბამის მისამართებზე გათიბვების უზრუნველყოფა.