ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება „სსიპ – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო“.

სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7.

სააგენტოს მიზნებია:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო და ურბანული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის წარმოება;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით მგზავრთა გადაყვანის და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ხელშეწყობა;

კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება;

კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.

სააგენტოს ფუნქციებია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

თბილისის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;

ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკისა და მიდგომების განსაზღვრაში, აგრეთვე შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და სტრატეგიის დოკუმენტების პროექტების, მათ შორის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შემუშავება და განხორციელება;

სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის ორგანიზების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელება;

რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების პროექტების შემუშავება თბილისის მთავრობისათვის წარდგენის მიზნით, დამტკიცებული მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა;

საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას თბილისის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების პროექტების შემუშავება თბილისის მთავრობისათვის წარდგენის მიზნით, დამტკიცებული მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა;

კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 და M3 კატეგორიის) ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მარშრუტების პროექტების შემუშავება თბილისის მთავრობისთვის წარდგენის მიზნით, დამტკიცებული მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა;

სპეციალური რეგულარული გადაყვანის (თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 და M3 კატეგორიის) მარშრუტების პროექტების შემუშავება თბილისის მთავრობისთვის წარდგენის მიზნით, დამტკიცებული მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა;

თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტების პერიოდულად შესწავლა და მათი ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე დადგენილი წესის შესაბამისად ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება ელექტრონული მისამართის: www.taxi.tbilisi.gov.ge მეშვეობით;

რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, აგრეთვე მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე გაცემულ ნებართვებზე მოქმედი სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელება;

M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისათვის გაჩერებების განსაზღვრასა და გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად;

სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების (M2 და M3 კატეგორიის) ერთიან სამარშრუტო ქსელში არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა;

აგლომერაციის გათვალისწინებით, მდგრადი ურბანული განვითარების მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა და კონტროლი;

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, მათი ნაწილების დამტკიცების ან/და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტებისა და დასკვნების მომზადება და შესაბამისი ორგანოებისთვის მათი გადაგზავნის უზრუნველყოფა;

დაგეგმარებითი საქმიანობის წარმოება, აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება სასაფლაოების პროექტის მოწყობასთან დაკავშირებით და შესაბამისი პროექტის წარდგენა თბილისის მთავრობისათვის;

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესისა და მისი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა;

ტერიტორიების განვითარებისა და ურბანული განახლების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

გეოსაინფორმაციო ბაზების განახლება -სისტემატიზაცია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე უფლებამოსილების ფარგლებში დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად, თბილისის სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქგეგმარებითი პოზიციის მომზადება;

თბილისის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობაში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება;

ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ფუნქციური ზონის ცვლილების და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით საკითხებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების ან/და დასკვნების მომზადება;

ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების შემუშავებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

საგზაო მოძრაობის დაგეგმვის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და მშენებლობის ნებართვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტების ან/და მშენებელობის ნებართვების არქიტექტურული პროექტების შეთანხმებისას (გარდა II კლასის შენობა-ნაგებობებისა) მონაწილეობის მიღება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის კუთხით;

სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასება;

სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზება;

გზებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სქემების მომზადება ან/და შეთანხმება;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის გაცემა;

იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური საშვის გაცემა;

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების (მარშრუტის) შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში), 135-ე-135​​​​​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა და მათი აღსასრულებლად მიქცევა;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 135​​​1–135​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოწერა და მათი აღსასრულებლად მიქცევა;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე–135​​​​​​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;

ტრანსპორტზე ზემოქმედების შეფასების კვლევის მომზადება და შეთანხმება;

საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, გრანტების მოზიდვა;

კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.