სტატისტიკური ინფორმაცია
ამ გვერდზე მოცემულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი პროგრამების შესახებ ძირითადი სტატისტიკური მონაცემები.
სტატისტიკური ინფორმაცია მოცემულია ოთხ ჯგუფად.
ცალკეული ჯგუფის მონაცემების ნახვა შესაძლებელია შესაბამის ბლოკში სასურველი პერიოდი (წლის) არჩევის შემდგომ.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და ზედამხედველობით ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ხორციელდება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: ონკოლოგიურ დაავადებათა შემცირების მიზნით პრევენციული ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, „c“ ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება, ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებული პაციენტების ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და სხვა.
იხილეთ სტატისტიკური მონაცემები: 2025 წ.
=============================
1.02 - დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის შესახებ.
1.03 - გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის ქვეპროგრამის შესახებ.
1.04 - სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების ქვეპროგრამის შესახებ.
1.05 - გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამის შესახებ.
1.06 - აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის შესახებ.
1.07 - ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსების ქვეპროგრამის შესახებ.
1.08 - ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების ქვეპროგრამის შესახებ.
1.09 - რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების ქვეპროგრამის შესახებ.
1.13 - ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის შესახებ.
2. სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამები
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართულია ქალაქის მოსახლეობის სოციალური საჭიროებების დაფინანსებაზე. აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლეფში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარების პროგრამები. 20 სოციალური პროგრამიდან 7 პროგრამა განკუთვნილია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების და მათი წევრებისათვის, ხოლო დანარჩენი პროგრამების ბენეფიციარები არიან სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობა.
- იხილეთ სტატისტიკური მონაცემები: 2025 წ.
-
=============================
2.01 - კომუნალური სუბსიდიის მიმღები ოჯახების რაოდენობა და გადარიცხული თანხები.
2.05 - 100 წელს მიღწეული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს ერთჯერადი ფულადი დახმარება.
2.06.04 - სერვის ცენტრებში ბარათების დამზადება (ინიციალიზაცია)
2.08 - სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირების/შემთხვევების რაოდენობა და გადარიცხული თანხა
2.13 - მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის ხელშეწყობა
2.25 - სოციალურად დაუცველ ოჯახებში ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება.
2.26 - შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა ასაკის მიხედვით.
2.27 - პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა