სტატისტიკური ინფორმაცია

ამ გვერდზე მოცემულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი პროგრამების შესახებ ძირითადი სტატისტიკური მონაცემები.

სტატისტიკური ინფორმაცია მოცემულია ოთხ ჯგუფად.

ცალკეული ჯგუფის მონაცემების ნახვა შესაძლებელია შესაბამის ბლოკში სასურველი პერიოდი (წლის) არჩევის შემდგომ.

 

imageimage

 

 


 

1. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამები

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და ზედამხედველობით ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ხორციელდება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: ონკოლოგიურ დაავადებათა შემცირების მიზნით პრევენციული ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, „c“ ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება, ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებული პაციენტების ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და სხვა. 

იხილეთ სტატისტიკური მონაცემები: 2024 წ.

=============================

1.02 - დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის შესახებ.

1.04 - სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების ქვეპროგრამის შესახებ.

1.05 - გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამის შესახებ.

1.06 - აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის შესახებ.

1.07 - ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსების ქვეპროგრამის შესახებ.

1.08 - ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების ქვეპროგრამის შესახებ.

1.13 - ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის შესახებ.

 

2. სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამები

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართულია ქალაქის მოსახლეობის სოციალური საჭიროებების დაფინანსებაზე. აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლეფში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარების პროგრამები. 20 სოციალური პროგრამიდან 7 პროგრამა განკუთვნილია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების და მათი წევრებისათვის, ხოლო დანარჩენი პროგრამების ბენეფიციარები არიან სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობა.

იხილეთ სტატისტიკური მონაცემები: 2024 წ.

 

2.01 - კომუნალური სუბსიდიის მიმღები ოჯახების რაოდენობა და გადარიცხული თანხები.

2.02 - 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობა და გადარიცხული თანხები.

2.03 - მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების რაოდენობა და გადარიცხული  თანხები.

2.05 - 100 წელს მიღწეული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს ერთჯერადი ფულადი დახმარება.

2.06.01 - მერიის მიერ დაფინანსებული სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა და გადარიცხული თანხა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში.

2.06.02 - მერიის მიერ დაფინანსებული სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა და გადარიცხული თანხა ხელოვნების სკოლებში.

2.06.03 - მერიის მიერ დაფინანსებული სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა და გადარიცხული თანხა სპორტულ სკოლებში.

2.08 - სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირების/შემთხვევების რაოდენობა და გადარიცხული თანხა

2.09 სამედიცინო და სხვა სოციალური ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიის მიერ განხილული საქმეების რაოდენობა და დაკმაყოფილებული მოთხოვნები

2.10 - ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა და გადარიცხული თანხები, კატეგორიების მიხედვით.

2.21 - მიუსაფარ პირთა თავშესაფრის მოვლა-პატრონობის პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა, სქესის მიხედვით.

2.22 - სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაფინანსებული შემთხვევების რაოდენობა და გადარიცხული თანხა, სქესის მიხედვით.

2.23 - "ვოლდ ვიჟენ საქართველოს" სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის თანადაფინანსების პროგრამაში ჩართული ბავშვების რაოდენობა ასაკის მიხედვით.

2.24 - სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დაფინანსებული შემთხვევების რაოდენობა და გადარიცხული თანხა, სქესის მიხედვით.

2.25 - სოციალურად დაუცველ ოჯახებში ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება.

2.26 - შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა ასაკის მიხედვით.

2.28 - შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეულ მომსახურებათა რაოდენობა კომპეტენციის მიხედვით.