სტატისტიკური ინფორმაცია

ამ გვერდზე მოცემულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი პროგრამების შესახებ ძირითადი სტატისტიკური მონაცემები.

სტატისტიკური ინფორმაცია მოცემულია ოთხ ჯგუფად.

ცალკეული ჯგუფის მონაცემების ნახვა შესაძლებელია შესაბამის ბლოკში სასურველი პერიოდი (წლის) არჩევის შემდგომ.

 

imageimage

 

 

1. „სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შექმნილი „სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების ხელშეწყობის კომისიის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები

„სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხდება სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების, მედიკამენტების, ასევე სხვადასხვა სოციალური სერვისების დაფინანსება. დახმარება ხორციელდება მოქალაქეების მხრიდან წერილობითი მომართვის საფუძველზე. აპლიკანტების მოთხოვნებს განიხილავს „სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების ხელშეწყობის კომისია“, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს ყველა შემოსულ განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს სრულად ან ნაწილობრივ.

იხილეთ სტატისტიკური მონაცემები: 2022 წ.

===========================

სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შექმნილი „სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების ხელშეწყობის კომისიის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. 2022 წელი 
 
2. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამები

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და ზედამხედველობით ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ხორციელდება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: ონკოლოგიურ დაავადებათა შემცირების მიზნით პრევენციული ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, „c“ ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება, ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებული პაციენტების ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და სხვა. 

იხილეთ სტატისტიკური მონაცემები: 2022 წ.

=============================

2.1 სკრინინგის პროგრამის შესახებ.

2.2 ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა და გადარიცხული თანხა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.

2.3 საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა და გადარიცხული თანხა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

2.4 პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა და გადარიცხული თანხა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

2.5 კოლორექტული კიბოს სკრინინგის პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა და გადარიცხული თანხა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

2.6 ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა და გადარიცხული თანხა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

2.7 გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა და გადარიცხული თანხა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

2.8 აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ბენეფიციართა რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

2.9 ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა და გადარიცხული თანხა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

2.10 ტრანსპლანტაციის პროგრამის შემთხვევების რაოდენობა და გადარიცხული თანხა.

 

3. სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამები

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართულია ქალაქის მოსახლეობის სოციალური საჭიროებების დაფინანსებაზე. აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლეფში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარების პროგრამები. 20 სოციალური პროგრამიდან 7 პროგრამა განკუთვნილია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების და მათი წევრებისათვის, ხოლო დანარჩენი პროგრამების ბენეფიციარები არიან სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობა.

იხილეთ სტატისტიკური მონაცემები: 2022 წ.
 

3.1 კომუნალური სუბსიდიის მიმღები ოჯახების რაოდენობა და გადარიცხული თანხები.

3.2 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი* ოჯახების რაოდენობა და გადარიცხული თანხები.

3.3 100 წელს მიღწეული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს ერთჯერადი ფულადი დახმარება.

3.4 მერიის მიერ დაფინანსებული სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა და გადარიცხული თანხა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში.

3.5 მერიის მიერ დაფინანსებული სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა და გადარიცხული თანხა ხელოვნების სკოლებში.

3.6 მერიის მიერ დაფინანსებული სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა და გადარიცხული თანხა სპორტულ სკოლებში.

3.7 ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა და გადარიცხული თანხები, კატეგორიების მიხედვით.

3.8 მიუსაფარ პირთა თავშესაფრის მოვლა-პატრონობის პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა, სქესის მიხედვით.

3.9 სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაფინანსებული შემთხვევების რაოდენობა და გადარიცხული თანხა, სქესის მიხედვით.

3.10"ვოლდ ვიჟენ საქართველოს" სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის თანადაფინანსების პროგრამაში ჩართული ბავშვების რაოდენობა ასაკის მიხედვით.

3.11 სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დაფინანსებული შემთხვევების რაოდენობა და გადარიცხული თანხა, სქესის მიხედვით.

3.12 სოციალურად დაუცველ ოჯახებში ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება.

3.13 შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა ასაკის მიხედვით.

3.14 სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსება

4. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი. 2022 წელი