თბილისის მერიის განცხადება
ტექნიკური სამუშაოების გამო, 16 აგვისტოს 23:00 საათიდან სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. შედეგად 17 აგვისტოს 09:00 საათამდე ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.
ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
15 აგვისტო 2019
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
