19 სექტემბერს თბილისის მთავრობა კომპანია outdoor.ge-ს ანგარიშს მოისმენს
19 სექტემბერს თბილისის მთავრობა გარე სარეკლამო მომსახურების კომპანია outdoor.ge-ს ხელმძღვანელობის ანგარიშს მოისმენს. მთავრობის დღევანდელ ხხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის რაიონულ გამგეობებს დაავალა, შეხვედრაზე წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია ამ კუთხით არსებული პრობლემების შესახებ, რათა ერთობლივად გამოინახოს მათი გადაჭრის გზები.
პარასკევის ტრადიციული შეხვედრების ფორმატში თბილისის მთავრობამ უკვე მოისმინა თბილისის სერვისის მიმწოდებელი კომპანების - „GWP, „სითი-პარკი“, „თელასი“, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ და „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელების ანგარიშები გაწეული სამუშაოების შესახებ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
17 სექტემბერი 2014
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება