ვარკეთილში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება
თბილისის მერია ვარკეთილში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას განახორციელებს.
ცენტრი ვარკეთილის III მიკრორაიონში 319-ე კორპუსის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან აშენდება.
საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის სპორტული დარბაზები, ტანვარჯიშის დარბაზი, სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, ძიუდოს, კარატეს, ჭიდაობის და კრივის სექციები, ტრენაჟორების სივრცე და ფიტნეს დარბაზი, ორი საცურაო აუზი, საუნა, სპორტული ინვენტარის მაღაზია, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სახელოვნებო სკოლა, ბოულინგი და სივრცე სამაგიდო თამაშებისთვის.
პროექტის განსახორციელებლად წინადადებების მიღება 27 ივლისს დაიწყება და 1-ელ აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 11 904 772 ლარია.
სამუშაოების მიწოდების ვადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 610 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან სამი წელია.
12 ივლისი 2019
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება