12 მაისს მახათას მთისკენ ავტობუსების 2 მარშრუტი დაინიშნება
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმოდ გახსნაზე მრევლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 12 მაისს, მახათას მთის მიმართულებით ავტობუსების 2 დროებითი მარშრუტი დაინიშნება.
ავტობუსები 08:30 საათიდან 16:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და მეტროპოლიტენ „ვარკეთილიდან“ 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ. ისინი მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.
10 მაისი 2019
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
.jpg)