თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური წყნეთი- სამადლოს დამაკავშირებელ გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

მიმდინარე წლის 8 მაისს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტება სამუშაოების სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით.

გასული ორი კვირის განმავლობაში ევროპელ გეოლოგებთან ერთად მიმდინარეობდა აღნიშნული გზის მონიტორინგი, მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, ტყის მასივში, რომელიც გზის სავალ ნაწილთან მდებარეობს უნდა ჩატარდეს დამატებითი - პრევენციული ხასიათის გამაგრებითი სამუშაოები, რათა არ ჩამოიშალოს ტყის მასივი.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

 

 

 

07 მაისი 2019