შპს „ჰერმესის“ სამეურნეო განყოფილების სპეციალისტს, მურმან ჩ-ს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს დააკავა, არ ჰქონდა შეხება გადასვენების და სასაფლაოს გაყიდვის საკითხებთან. მიუხედავად ამისა, მოქალაქეს დაპირდა, რომ გადასვენებაში და სასაფლაოს ყიდვაში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დაეხმარებოდა. აღნიშნული პიროვნება "ჰერმესში" ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა, ხოლო დაახლოებით ერთი თვის წინ ის დაქვეითდა და წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე გადავიდა.
მოსახლეობას ვაცნობებთ, რომ მოქალაქეებს სასაფლაოს ყიდვა სასაფლაოს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და შესაბამის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით შეუძლიათ. მომხმარებელს მისთვის საჭირო მომსახურების მიღება ასევე შეუძლია ელექტრონულად, „ჰერმესის“ ვებ-გვერდის მეშვეობით. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზოგადოებას, ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნოს კომპანიის ვებ-გვერდზე ან უშუალოდ „ჰერმესის“ ადმინისტრაციაში, რათა თავიდან ავიცილოთ კერძო უკანონო გარიგებები.
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება