თბილისის მერია პროექტის "მწვანე ყუთი" განხორციელებას იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს.
პროექტის მიხედვით ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და გამგეობებში სპეციალური ადგილები გამოიყოფა და შესაბამისი კონტეინერები განთავსდება, სადაც მოგროვდება ქაღალდის ნარჩენები; შეგროვებული მაკულატურის ღირებულების დადგენას და აუქციონის ფორმით განკარგვას თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს.
მაკულატურის აუქციონზე გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გამწვანებითი სამუშაოების უზრუნველყოფას, ხეების დარგვას და მათ მოვლა-პატრონობას მოხმარდება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ნარჩენების რაციონალურად მართვასა და გარემოს დაცვითი საკითხების რეგულირებას დედაქალაქის ტერიტორიაზე.
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება