„თბილისობასთან“ დაკავშირებით დაგეგმილი მოსამზადებელი სამუშაოებისა და საზეიმო ღონისძიებების გამო, 5 ოქტომბრის 07:00 საათიდან 8 ოქტომბრის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, შეიცვლება ევროპის მოედნის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები: გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილებისას, ავტობუსები და მიკროავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან აუხვევენ მშრალ ხიდზე და ვირსალაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მობრუნდებიან.
ავტობუსები N23, N59 და N95 ხეთაგუროვის ქუჩის ნაცვლად გაივლიან ზაარბრიუკენის მოედანს, მშრალ ხიდს, ვირსალაძის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ისინი ბარათაშვილის ხიდიდან ჩაუხვევენ მარჯვნივ და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან მოძრაობას გააგრძელებენ ჯერ ხეთაგუროვის ქუჩით, შემდგომ კი დადგენილი სქემით.
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება