ავტობუსები პეკინის გამზირის ნაცვლად კალანდაძისა და საბურთალოს ქუჩებით იმოძრავებენ
სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საბურთალოს რაიონში, მიროტაძის ქუჩაზე („დანიურ სახლთან") ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
ავტობუსები N6, N47, N58 და N87 26 მაისის მოედნის გავლის შემდეგ, მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირდებიან.
ჭაბუკიანის (ყოფ. საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდგომ, ავტობუსები პეკინის გამზირზე გასვლას სააკაძის მოედნიდან შეძლებენ, ხოლო მიკროავტობუსები პეკინის გამზირისკენ „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მდებარე პარკინგის გავლით მოძრაობენ.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
13 სექტემბერი 2018
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
