თბილისის მერიის განცხადება
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს დილის ათი საათიდან, მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის ხიდიდან „ვეფხის და მოყმის“ ძეგლამდე. საპირისპირო მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური აღნიშნულ მონაკვეთზე აწარმოებს გზის რეაბილიტაციას - იგება ასფალტის საფარის ზედა ფენა. სამუშაოები 27 აგვისტოს დილის რვა საათისთვის დასრულდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
24 აგვისტო 2018
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება