თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით გამართულ მე-2 საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით - „წყალმომარაგების დარგის სისტემური განვითარება“, მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე წყალმომარაგების მართვის გაუმჯობესებაზე, თანამედროვე სისტემების ინტეგრაციასა და დარგის სპეციალისტების განვითარებაზე ისაუბრეს.
ირაკლი ბენდელიანმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და იმ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც თბილისის მერია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთად, დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს. მისი განცხადებით, დედაქალაქის მერიისთვის თბილისის მოსახლეობის ხარსიხიანი და უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„თბილისის მერიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დედაქალაქის მოსახლეობა როგორც უსაფრთხო და უწყვეტი წყალმომარაგებით, ასევე ხარისხიანი წყალარინების სისტემით იყოს უზრუნველყოფილი. თბილისის მერიასა და წყალმომარაგების კომპანიას შორის დღეს არსებული მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია ის შეთანმებები და პროექტები, რომლებიც ერთობლივად ხორციელდება. დედაქალაქის მერიის მიერ კაპიტალური ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოებისას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩვენს გვერდითაა, რომელიც იმავდროულად, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას კაპიტალურად ახორციელებს. ჩვენ დიდ ყურადღებას უსაფრთხოების მხარესაც ვაქცევთ. კომპანია GWP-ი, თავისი პასუხისმგებლობითა და ხარჯებით, დედაქალაქის მასშტაბით, უსაფრთხოების სახანძრო ჰიდრანტების მოწყობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ღონისძიებაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა და ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდნენ.
-
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
-
კახა კალაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
-
თბილისის მერი მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო