გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება
თბილისის მერიის ინიციატივით, კვირას, 24 ივნისს, პირველად გაიმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება.
მარათონში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის სპორტსმენებსაც. გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, ავტობუსები 07:00-დან, ხოლო მიკროავტობუსები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით დროებით შეცვლილი მარშრუტებით იმოძრავებენ.
მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.
22 ივნისი 2018
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
