თბილისის არქიტექტურის სამსახური ვაკანსიებზე კონკურსს აცხადებს
თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 27 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა და მათგან საუკეთესო კანდიდატების შერჩევა.
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - www.hr.gov.ge, შეარჩიოს სასურველი ვაკანსია და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 24 მარტი.
კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს, მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში
16 მარტი 2018
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
