22 აგვისტოს ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს, 15:00 საათიდან 00:00 საათამდე, ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე მოსახვედრად როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს გამრეკელის და შემდეგ მიცკევიჩის, ცინცაძის ან ბახტრიონის ქუჩების გავლით.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
22 აგვისტო 2017
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
