ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები იზრდება
„ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები! კერძოდ, პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა 1 საკადასტრო კოდის ქვეშ! რაც მთავარია - მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი!“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიას დღეს დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე დავით ნარმანიამ მიაწოდა.
მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ვაკის პარკის ფართობი 18 ჰა-ს შეადგენს და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შემდეგ, პარკის საზღვრები 34 ჰა-მდე გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი დაცული რეკრეაციული ზონა, რომელსაც მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
25 ივლისი 2017
-
საცხოვრებელი ფართები ამჯერად, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს დაუკანონდა
-
„თბილსერვის ჯგუფმა“ მდინარე ვერეს ხეობა დაასუფთავა
-
ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა