რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე დროებით საავტომობილო მოძრაობა იზღუდება
საახალწლო ღონისძიებების გამო, დროებით, იზღუდება საავტომობილო მოძრაობა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, რის გამოც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 31 დეკემბრის 18:00 საათიდან იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:
ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი ჩაუხვევს ჯავახიშვილის ქუჩაზე, სანაპიროს გავლით გავა ბარათაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტით. ანალოგიურად იმოძრავებს უკუმიმართულებითაც.
31 დეკემბერი 2016
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
.jpg)