თბილისის მერიის განცხადება 2016 წლის „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით
"თბილისობა 2016“-ის აღნიშვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 15 ივლისამდე მიიღება. შემოსული განაცხადები სადღესასწაულო ღონისძიების საერთო კონცეფციასთან შესაბამისობაში განიხილება.
დაინტერესებულ პირებს განაცხადების შემოტანა შეუძლიათ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. #7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე.
მისაღები წინადადებების ავტორებს მერიის შესაბამისი სამსახურები თავად დაუკავშირდებიან.
15 ივლისის შემდეგ, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით შემოსული განაცხადებები აღარ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ცხელ ხაზს 2 378 549.
15 ივნისი 2016
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება