თბილისის მერიის განცხადება
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გასცემს, სინამდვილეს არ შეესაბამება.
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურსა და გამგეობებში მეორე დღეა ფინანსური დახმარების გაწევის თხოვნით, თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები პენსიონერებისგან ათეულობით განცხადება შემოდის.
თბილისის მერია აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციას და მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს, მოსახლეობას კი სთხოვს, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას.
07 ივნისი 2016
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება