თბილისის მერია მომსახურე ბანკის შესარჩევად კონკურსს აცხადებს

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 31 მარტის N13.02.347 განკარგულებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ეროვნული ვალუტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთზე მაღალი საპროცენტო სარგებლის  მიღების, ანგარიშების მართვისა და ოპერაციების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვისა და სხვა ოპერაციების შეუფერხებელი და ხარისხიანი მომსახურების განხორციელების მიზნით, გამოცხადდა მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსი. ამავე განკარგულებით შეიქმნა საკონკურსო კომისია და დამტკიცდა მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი.
კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 15 აპრილს 15:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობაში, მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7, მე-20 სართული.
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2015 წლის 2 აპრილიდან 2015 წლის 14 აპრილის 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7, მე-12 სართული, ოთახი N9, ტელ: 032 237 82 57 ან/და 032 237 81 56. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ თანდართულ ბმულზე.

 

 

იხილეთ კონკურსის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ ბმულში

01 აპრილი 2015