თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადება
22 აპრილს, 23:00 საათიდან მტკვრის მარჯვენა (ზ. გამსახურდიას სახელობის) სანაპიროზე საგზაო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება ორივე მიმართულებით 23 აპრილის დილის 06:00 საათამდე.
06:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი - ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან თამარის ხიდის - მიმართულებით (დროის ამ მონაკვეთში საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდება).
აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება 24 აპრილსაც გაგრძელდება და ორშაბათს 25 აპრილის დილის 07:00 საათზე საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეზღუდვების გარეშე იქნება შესაძლებელი.
22 აპრილი 2016
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
.jpg)