თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსი

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 06 აპრილის N13.04.297 განკარგულებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ეროვნული ვალუტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებზე მაღალი საპროცენტო სარგებლის  მიღების, ანგარიშების მართვისა და ოპერაციების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვისა და სხვა ოპერაციების შეუფერხებელი და ხარისხიანი მომსახურების განხორციელების მიზნით, ცხადდება მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსი. ამავე განკარგულებით შეიქმნა საკონკურსო კომისია და დამტკიცდა მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი. კონკურსი ჩატარდება 2016 წლის 20 აპრილს 17:00 საათზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7, მე-20 სართული. კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2016 წლის 11 აპრილიდან 2016 წლის 15 აპრილის 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7, მე-12 სართული, ოთახი N1200, ტელ: 032 237 82 57 ან/და 032 237 81 56. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ თანდართულ ბმულზე:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის განაცხადი და პირობები

07 აპრილი 2016