თბილისის მერიის განცხადება საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით
19 იანვარს, 08:00 საათიდან, გულიას სახელობის ხიდის რეაბილიტაციის გამო, ორთაჭალის ავტოსადგურიდან გაბრიელ ბერის სახელობის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა 90 დღის განმავლობაში შეიზღუდება.
დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულებით 150 დღით განისაზღვრა.
18 იანვარი 2016
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
