თბილისის მერია აცხადებს ფოტოკონკურსს “ახალი წელი თბილისში”

თბილისის მერია აცხადებს ფოტო-კონკურსს “ახალი წელი თბილისში”. კონკურსის მიზანია სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გადაიღონ თემატურად ახალ წელთან დაკავშირებული ფოტოები და განათავსონ სოციალურ ქსელში ჰეშთეგით #ახალიწელითბილისში. ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ცნობილი ფოტოგრაფებით ( გურამ წიბახაშვილი, მარი ნაკანი, ბესო გულაშვილი), გამოავლენს სამ საუკეთესო ნამუშევარს. პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა - 1500 ლარი, მეორე ადგილზე გასულს -  1000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს - 500 ლარი.

კონკურსი 25 დეკემბერს დაიწყება და საკონკურსო ნამუშევრების მიღება 7 იანვარს დასრულდება. გამარჯვებული  14 იანვარს გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება თბილისის ისტორიულ მუზეუმ ქარვასლაში, სადაც გამოიფინება როგორც გამარჯვებული, ასევე სხვა საკონკურსო ნამუშევრები.

კონკურსის წესები :

  • მომხმარებელმა ფოტო უნდა ატვირთოს საკუთარ გვერდზე ჰეშთეგით #ახალიწელითბილისში
  • ატვირთული ფოტო უნდა იყოს საჯარო ( Public )
  • ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა
  • კონკურსანტები ადასტურებენ, რომ მათ მიერ წარდგენილი მასალა არის საკუთარი ნამუშევარი.  არ არღვევენ ნებისმიერი სხვა პირის ან ერთეულის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას
  • ფოტო გადაღებული უნდა იყოს  თბილისში და თემატურად უკავშირდებოდეს ახალ წელს
  • კონკურსში მონაწილეობა ეკრძალებათ თბილისის მერიისა და მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებს

გისურვებთ წარმატებებს !

25 დეკემბერი 2015