როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილების თანამშრომელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ექსპლუატაციის განყოფილებაში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
რაც შეეხება თავად ფაქტს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის მერია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს.
ამასთან, მოვუწოდებთ თბილისის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, პირადი ინტერესებისთვის ნუ გამოიყენებენ უწყების სახელს და ნუ შელახავენ მერიის და თანამშრომლების რეპუტაციას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არც ერთ ფაქტს.
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება