წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2015 წლიდან ახორციელებს წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას, რომელიც მაგისტრატურის მაღალი  აკადემიური მოსწრების მქონე, თბილისში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფინანსური წახალისების გაცემას გულისხმობს.   

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს:

სტუდენტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

 ·        პროგრამაში მონაწილე სტუდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

  • უნდა იყოს რეგისტრირებული ქ. თბილისში (არანაკლებ უკანასკნელი 6 თვისა);
  • უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში - არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია - ფრიადი);
  • უნდა ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
  • უნდა იყოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

სტუდენტებმა, 2026 წლის 24 ნოემბრიდან 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (ჟიული შარტავას ქუჩა N7, სამუშაო საათები ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 20:00 საათი, შაბათი - 10:00 – 14:00 საათი),  ქალაქ თბილისის რაიონულ გამგეობებში არსებულ სერვისცენტრებში (სამუშაო საათები ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათი) ან ელექტრონულ პლატფორმაზე https://ms.gov.ge/home (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში) უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება თანხის მოთხოვნის შესახებ;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • წარმატებული სტუდენტის პირადი საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი წარმატებული სტუდენტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან (ცნობა გაცემული უნდა იყოს 2026 წლის 24 მაისის შემდგომ (ცნობას გასცემს იუსტიციის სახლი 10 სამუშაო დღეში);
  • იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ (სარეგისტრაციო წლისა და თვის მითითებით), უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან (გაიცემა შემდეგ მისამართზე: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N15ა).

 

განცხადების დაწერა და დოკუმენტების ჩაბარება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას სახელზე.

თუ დოკუმენტაციის წარმოდგენას თავად სტუდენტი ვერ ახერხებს (მაგალითად საქართველოში არყოფნის გამო), ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა მითითებულ მისამართებზე შეუძლია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს.

 

13 ნოემბერი 2026