კონკურსზე - „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“ განაცხადების მიღება დაიწყო

„თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის“ ფარგლებში, ცხადდება კონკურსი „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“.

კონკურსის მიზანია, მივიღოთ პრაქტიკული და საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეები, რომლებიც კონკრეტულ ურბანულ გარემოს გააუმჯობესებს - იქნება ეს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან კავშირი თუ მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნა.

საკონკურსო არეალი მოიცავს თამარ მეფის, აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, საჯარო სივრცეებს.

დეტალურ ინფორმაციას და ზუსტ საკონკურსო არეალს ნახავთ თბილისის მერიის ვებგვერდსა და შესაბამის ფეისბუქ გვერდზე - https://tbilisi.gov.ge/page/3353

 განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა - 2026 წლის 31 ოქტომბრის 17:00 საათია.

 

16 სექტემბერი 2026