დაგეგმილი ღონისძიების გამო ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 ივნისს „პიანო ფესტის“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
ღონისძიების გამო 27 ივნისის 23:00 საათიდან 29 ივნისის 04:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-ის ჩათვლით.
ავტომობილები ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე მოხვედრას სოლიკო ვირსალაძის ქუჩის გავლით შეძლებენ, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის, მშრალის ხიდისა და ჯოვანი სკუდიერის ქუჩის გავლით.
26 ივნისი 2026
-
თბილისის მერიის განცხადება
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
დედაქალაქის მერია ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს დაეხმარება
.jpg)