მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირების (ექსპერტების) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.

ცხადდება მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირების (ექსპერტების) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. 

მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირებიც ექვემდებარებიან განმეორებით რეგისტრაციას.

დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი);

დ) განათლების და აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) სამუშაო გამოცდილების, მათ შორის საექსპერტო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) მონაცემები მოქმედი საქმიანობის/სამსახურის, დაკავებული თანამდებობის და სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) სამეცნიერო-კვლევით და გარემოსდაცვით სფეროში საკონსულტაციო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

მონაცემთა ბაზაში პირის რეგისტრაციისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული/დოქტორანტი/დოქტორი) გარემოსდაცვით სფეროში (აგრონომი, ეკოლოგი, ბიოლოგი და მეტყევე);

ბ) შესაბამის დარგში, ასევე, ტყის (მწვანე ნარგავების) აღრიცხვის ან მცენარეთა დაცვის სფეროში პრაქტიკული და საექსპერტო მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

 

დაინტერესებულმა პირმა, დოკუმენტაციის გადარჩევის შემდგომ, უნდა გაიაროს თეორიული გამოცდის (ტესტირების) ეტაპი.

თეორიული გამოცდის (ტესტირების) პირობები:

ა) თეორიული გამოცდა შედგება 100 ტესტური კითხვისგან;

ბ) თითოეულ კითხვას აქვს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი;

გ) ტესტის საერთო მაქსიმალური ქულა შეადგენს 100 ქულას;

დ) თითოეული სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით;

ე) გამოცდა ჩაითვლება ჩაბარებულად, თუ დაინტერესებული პირი დააგროვებს არანაკლებ 75 ქულას:

ვ) გამოცდის ხანგრძლივობა 120 წუთი.

თეორიული გამოცდის თემატიკა:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 ივნისის N11-58 დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“;

- საქართველოს კანონი ,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ;

- მერქნიან მცენარეთა სისტემატიკა, ადგილობრივი ფლორა, თბილისის გამწვანების სახეობები, ეკოლოგია, ურბანული გამწვანება, ურბანული დენდროფლორა, აბიოტური და ბიოტური სტრესები, დენდრო მორფოლოგია, დენდრომეტრია.

თეორიული გამოცდის შემდგომ, ბაზაში რეგისტრაციით დაინტერესებულ პირებს (რომლებიც გადალახავენ 75 ქულიან ბარიერს) ჩაუტარდებათ გასაუბრება.

- საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება გასაუბრების საფუძველზე.

 

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 30 იანვარი

21 იანვარი 2026