"ალილოს" მსვლელობას თბილისის ვიცე-მერი და მერის მოადგილეები შეუერთდნენ
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში ტრადიციული "ალილოს" მსვლელობა გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და მერის მოადგილეები - ანდრია ბასილაია და კახა აბულაძე შეუერთდნენ. მათ მსვლელობის მონაწილეებს დღესასწაული მიულოცეს და ნობათი გადასცეს.
მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.
7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს. "ალილო" ტრადიციული სადღესასწაულო მსვლელობაა, რომლის დროსაც გროვდება ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა ნივთები, რომლებიც მოგვიანებით ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სხვა შესაბამის დაწესებულებებში ნაწილდება.
07 იანვარი 2026
-
წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა
-
თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
-
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცა







