თბილისის მერია გილოცავთ შობა-ახალ წელს - 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელში გიწვევთ!
დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ საახალწლო სოფელში გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები.
 
მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები. საახალწლო სოფელში განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!
 
საახალწლო სოფელი, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.
 
თბილისის მერია გილოცავთ შობა-ახალ წელს!
 
13 დეკემბერი
 
13:00 მოძრავი ფილარმონიის წარმოდგენა 20:00 ვოკალურ-ინსტრუმენტული კონცერტი:
 
ზაზა მარჯანიშვილი და ბენდი;
 
ეკა დოლიძე და „DMS ბენდი";
 
რომა რცხილაძე და ბენდი "სპილო";
 
მაია ბარათაშვილი.
 
14 დეკემბერი
 
13:00 ანსამბლი "ენკი ბენკი"-ს კონცერტი
 
20:00 ბენდი ,,სინთეზი"-ს კონცერტი
 
15 დეკემბერი
 
13:00 სტუდია "დო-რე-მი"-ს კონცერტი
 
20:00 ბენდ ,,Goofy Land"-ის კონცერტი
 
16 დეკემბერი
 
13:00 ჯადოსნური ხმების კონცერტი
 
20:00 თბილისის ბიგ-ბენდის კონცერტი
 
17 დეკემბერი
 
13:00 მეკო სტუდიის კონცერტი
 
20:00 "კახაბერი და ხანუმები"-ს კონცერტი
 
18 დეკემბერი
 
13:00 ექპერიმენტორიუმის შოუ
 
20:00 ჯგუფი ,,ურსა"-ს კონცერტი
 
19 დეკემბერი
 
13:00 "ნანა დაუშვილის საავტორო სტუდიის" კონცერტი
 
20:00 ჯგუფი ,,New One"-ის კონცერტი
 
20 დეკემბერი
 
13:00 ვოკალის აკადემიის კონცერტი
 
20:00 ანსამბლი "ფორტე"-ს კონცერტი
 
21 დეკემბერი
 
13:00 ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა
 
20:00 "Status band"-ის კონცერტი
 
22 დეკემბერი
 
13:00 შავნაბადას კონცერტი
 
17:00 ანსამბლ "ირიაოს" კონცერტი
 
20:00 ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები"-ს კონცერტი
 
23 დეკემბერი
 
13:00 რუსიკო ბახტაძის სტუდიის კონცერტი
 
20:00 "დავით ილურიძის ბენდი"-ს კონცერტი
 
24 დეკემბერი
 
13:00 Mikeladze choir-ს კონცერტი
 
13:30 ანსამბლი "სიმი"
 
20:00 ბენდი "ლინდა ადამია და 1/4 "-ის კონცერტი
 
25 დეკემბერი
 
13:00 ანა-ბანას სტუდიის კონცერტი
 
20:00 ჯგუფი ,,მიქსტურა"-ს კონცერტი
 
26 დეკემბერი
 
13:00 "თოჯინების თეატრის" წარმოდგენა
 
13:30 ანსამბლი "ბატი-ბუტის" კონცერტი
 
20:00 "ზუკას ბენდი"-ს კონცერტი
 
27 დეკემბერი
 
13:00 "ქენდი სტუდიის" კონცერტი
 
20:00 "ნანო ბენდი"-ს კონცერტი
 
28 დეკემბერი
 
13:00 ანსამბლი "მზიური"-ს კონცერტი
 
20:00 ბენდ "ოჩოს ქოხი"-ს კონცერტი
 
29 დეკემბერი
 
13:00 ჩიკო სტუდიის კონცერტი
 
20:00 "ანანო ღიბრაძე და ბენდი A’ges" -ის კონცერტი
 
30 დეკემბერი
 
13:00 "რანინა"-ს კონცერტი
 
20:00 ანსამბლ "ალილო"- ს კონცერტი
 
31 დეკემბერი
 
13:00 "ნუცას სკოლა"-ს კონცერტი
 
20:00 ბენდი "ქვევრის" კონცერტი
 
1 იანვარი
 
14:00 "N studios" კონცერტი
 
20:00 ჯგუფი "ქუჩის ბიჭები"-ს კონცერტი
 
2 იანვარი
 
13:00 ნუკრი კაპანაძის სტუდიის კონცერტი
 
20:00 ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
 
3 იანვარი
 
13:00 ბზიკების სტუდიის კონცერტი
 
20:00 ბენდი "ღამის შოუ"-ს კონცერტი
 
4 იანვარი
 
13:00 "ბასტი-ბუბუს" კონცერტი
 
20:00 მუსიკალური საღამო "ზამთრის ჯაზი" - „ელის ბენდი“; მაია ბარათაშვილი და ბენდი „New York Tbilisi Connections“; „TG Band“; მარიკო ებრალიძე.
 
5 იანვარი
 
13:00 საესტრადო-ვოკალური სტუდია "SUNNY STUDIO"-ს კონცერტი
 
17:00 ზვიად ბოლქვაძის ბენდის კონცერტი
 
20:00 ბენდი "რეგიონის" კონცერტი
 
6 იანვარი
 
13:00 ინგას და გიგის საბავშვო სტუდიის კონცერტი
 
20:00 ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
 
7 იანვარი
 
13:00 სტუდია "სახე"-ს კონცერტი
 
20:00 კონცერტი - „შობის მოლოდინში"
 
13 დეკემბერი 2025