თბილისის მერიის განცხადება
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. შედეგად გამოთავისუფლდება საერთო ჯამში 14 ჰექტარზე მეტი უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწა.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.
13 ნოემბერი 2025
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
.jpg)