სამგორის რაიონში, „ჰუალინგის“ დასახლებაში 18 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვა სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის ზღვის შემოვლით გზამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 17 სექტემბრის 23:00 საათიდან 18 სექტემბრის 14:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე, სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიმავალი ავტომობილები თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე მოხვედრას შეძლებენ ვიქტორ კუპრაძისა და იოთამ ზედგენიძის ქუჩების კვეთაზე არსებული წრიული გზაჯვარედინიდან მარცხნივ მოხვევით და შემდგომ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმართულებით.
თბილისის ზღვის შემოვლითი გზიდან მოძრავი ავტომობილები სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედარას შეძლებენ თბილისის ზღვის შემოვლითი გზიდან „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარედ არსებული გზისა და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გავლით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
