კონკურსზე - „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება განახლდა

კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება განახლდა.

შემოდგომის ეტაპზე, 10 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პროექტები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge.  

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს.

კონკურსის მთავარი მიზანი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და კომერციალიზაცია, ამ სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა.

„შემოქმედებითი თბილისი“ 2019 წლიდან შევიდა ძალაში და მისი არსებობის მეექვსე წელს, თბილისის მერიის ხელშეწყობით, უკვე 230-მდე საინტერესო პროექტი განხორციელდა.

10 სექტემბერი 2025