გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, 22 ივლისს, 00:30-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება - ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში, გალაკტიონის ხიდის ქვეშ და დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ არსებულ გვირაბებში.
სამივე გვირაბში არსებული განათებები თანამედროვე, ეკონომიური LED სანათებით იცვლება.
აღნიშნულ პერიოდში ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში საგზაო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება; გალაკტიონის ხიდის ქვეშ გვირაბში შეზღუდვა ცალმხრივად, „ლაგუნა ვერედან“ მშრალი ხიდის მიმართულებით იმოქმედებს; დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ არსებულ გვირაბშიც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, მარშალ გელოვანის გამზირიდან აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით შეიზღუდება.
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
.jpg)