თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 3 იანვრიდან განაცხადების მიღებას იწყებს. განაცხადების მიღება 2025 წლის 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამა, საქართველოს სხვადასხვა კურორტზე, თბილისში რეგისტრირებული 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირთა ვაუჩერულ დაფინანსებას ითვალისწინებს. საკურორტო ვაუჩერის ღირებულება 800 ლარია და დასასვენებლად განსაზღვრულია არანაკლებ ექვსი დღე-ღამე.
საკურორტო ვაუჩერის გამოყენება 1-ელი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი და მის მფლობელს, სასურველი დროის შერჩევა თავად შეუძლია.
ვაუჩერით მოსარგებლე (ან მისი კანონიერი წარმომადგენელი) დასასვენებელი ადგილის და სასტუმროს შერჩევაში შეზღუდული არ არის.
ვაუჩერის მისაღებად მსურველმა განაცხადით უნდა მიმართოს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. განაცხადის შევსება, რაიონულ გამგეობებშიც არის შესაძლებელი.
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ორწლიანი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
.jpg)