ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წევრობის მსურველი კანდიდატების განაცხადების მიღებას იწყებს.
მსურველებმა განაცხადი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების“ მოთხოვნების დაცვით, 2024 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ.
თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, განცხადებების ჩაბარება რაიონული გამგეობების სერვისცენტრებშია შესაძლებელი.
საბურთალოს რაიონის სერვის ცენტრი მდებარეობს მიცკევიჩის N20-ში, ჩუღურეთის რაიონის სერვის ცენტრი - ჩიტაიას ქუჩა N21-ში.
განაცხადის ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში, აუცილებელია, განმცხადებელს ელექტრონული პირადობის მოწმობის (ID ბარათი) წამკითხველი და ელექტრონული ხელმოწერის კოდი ჰქონდეს.
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
