თბილისის მერიამ კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ პირველი ეტაპისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. 14 მარტის ჩათვლით, პროექტები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება. რაც შეეხება მედიახელოვნების მიმართულებას, განაცხადების მიღება შეცვლილი მოთხოვნებით 28 თებერვლიდან იგეგმება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა.
დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge.
კონკურსს „შემოქმედებითი თბილისი“ დედაქალაქის მერია უკვე რამდენიმე წელია ატარებს. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, 200-მდე პროექტი დაფინანსდა.
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
