ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, გადაადგილების შეზღუდვა 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება

მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, ვასილ ბარნოვის ქუჩაზე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეზღუდვა ეხება ბარნოვისა და კოტე მაყაშვილის ქუჩების კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს.

შეზღუდვის პერიოდში მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ ბარნოვის ქუჩიდან კოტე მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, პეტრე მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.

მითითებულ საგზაო მონაკვეთზე დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც და მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით:

N408 და N420 მიკროავტობუსები რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მაყაშვილის ქუჩიდან ზანდუკელის, ბარნოვის, ტატიშვილის ქუჩების, პეტრე მელიქიშვილის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან.

10 ოქტომბერი 2023