დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს 05:00-დან 08:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება დავით აღმაშენებლის ხეივნში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე. არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ დავით აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის (ე.წ. ზაჰესის ხიდის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!

06 ოქტომბერი 2023