მაყაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
საკაბელო არხების დაერთების გამო, 26-27 აგვისტოს, 00:00-დან 06:00 საათამდე კოტე მაყაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება მაყაშვილის ჩიხიდან ბარნოვისა და მაყაშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
აღნიშნულ პერიოდში ბარნოვის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, პეტრე მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით, ხოლო მაყაშვილის ქუჩიდან ტრანსპორტი იმოძრავებს ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ივანე კერესელიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით.
სამუშაოები იწარმოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით.
25 აგვისტო 2023
-
რუსთველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო